ქართულიEnglishTürkçeRussian

ჩვენს შესახებ

 

 შპსმეტრო ლოგისტიკი, როგორც საერთაშორისო საექსპედიტორო კომპანიამ, ფუნქციონირება 1992 წელს თბილისში დაიწყო. მომდევნო მოკლე დროის შუალედში, თითოეული თანამშრომელი დაუღალავად მუშაობდა რათა „მეტრო ლოგისტიკი“ სრული მომსახურების პაკეტი ჰქონოდა. დღესდღეობით ჩვენი კომპანია წარმატებით ახორციელებს ნებისმიერი სახის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვას შუა აზიასა და შავი ზღვის სხვადასხვა პორტში, მათ შორისაა: ფოთი, ბათუმი, ილიჩევსკი, ოდესა და სტამბოლი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული წარმომადგენელი ოფისებისა და ბიზნეს კავშირების დახმარებით სხვადასხვა კოპანიებთან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენი კომპანია მომსახურებას მსოფლიოს გარშემო უზრუნველყოფს, ასევე ჩვენი კომპანია ანხორცილებეს საკუტარი ტრანსპორტიტ ტვირთების გადაზიდვას რუსეთისა და თურქეთის მიმართულებაზე.

 ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ რომ ბიზნესის წარმოების არსებული მეთოდები და კონცეფციის ჩარჩოები, რომლებსაც კავკასიაში სატრანსპორტო კომპანიების უმრავლესობა იყენებს, აღარ არის საკმარისი, რადგანაც ინფორმაციაზე ორიენტირებულ საზოგადოების სწრაფმა ზრდამ, უფრო მაღალი ხარისხის და უფრო კომპლექსური ფიზიკური სადისტრიბუციო მომსახურების საჭიროებები წარმოქმნა. ახლა, ისე როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილნი და ღია, ახალ, შემოქმედებით მიდგომებისადმი ბიზნეს საკითხებზე. ჩვენ ჩაბმულნი ვართ მუდმივ ძალისხმევაში რათა მომხმარებლები ახალი და უკეთესი მომსახურებით უზრუნველვჰყოთ. ასე რომ, მზად ვართ მივიღოთ თქვენი შეკვეთები და ვიმედოვნებთ, ჩვენი მომსახურება თქვენი ბიზნესისათვის განუყოფელი გახდება.