ქართულიEnglishTürkçeRussian

საზღვაო გადაზიდვა



მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა (FCL)

 მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა (FCL) ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. თითქმის ყველა საზღვაო ხაზთან კარგი ურთიერთობის მეშვეობით მომხმარებლებს უზრუნველვჰოფთ კონკურენტუნარიანი ტარიფებითა და თავისუფალი ადგილით. ჩვენი დიდი გამოცდილება გვეხმარება შევასრულოთ მომხმარებელთა მოთხოვნები-მოვემსახუროთ სწრაფად და პროფესიონალურად. ჩვენი, როგორც აგენტების, ტარიფები მთავარ საზღვაო ხაზების წარმომადგენლებთან საქართველოში დადებულ შეთანხმებას ეფუძნება. ეს საზღვაო ხაზებია: Maersk, MSC, CMA CGM, HPL, UASC, ZIM , ა.შ.





გთავაზობთ ყველა სახის საკონტეინერო გადაზიდვას, სპეციალური კონტეინერების ჩათვლით როგორებიცაა:

  • ღია კონტეინერი
  • სამაცივრე კონტეინერი
  • ბაქანი
  • და ა.შ.

ჩვენს მომსახურების პაკეტში ასევე შედის:

კარიდან-კარამდე ტვირთის აღება და მიწოდება

დაზღვევა

განბაჟება და დოკუმენტაციის მომზადება.

იმპორტ/ ექსპორტის შეგროვება და განაწილება

შიდა გადაზიდვა კავკასიის ტერიტორიაზე

მულტიმოდალური მომსახურება

სატრანზიტო გადაზიდვა

გაყინული ტვირთი

საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების ნივთები

საზღვაო გრუპაჟი (LCL):

შპს „მეტრო ლოგისტიკი “ თავის კლიენტებს უზრუნველჰყოფს დროში განსაზღვრული, ინოვაციური საზღვაო გრუპაჟული მომსახურებით, შორეული აღმოსავლეთიდან  საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი). ჩვენი გუნდი გთავაზობთ უმაღლესი დონის გადაზიდვის გრაფიკს. ჩვენი დიდი საექსპედიტორო გამოცდილება გვეხმარება უზრუნველგყოთ საიმედო მომსახურებით და დაბალი ტარიფებით.

  • ყოველკვირეული საზღვაო გრუპაჟული გადმოზიდვა შანჰაიდან და ჰონგ კონგიდან;
  • ტვირთის აღება შორეულ აღმოსავლეთის ქვეყნებში;
  • საზღვაო გრუპაჟი აშშ-დან.